aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი სამართალი

“დარაჯს თავში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყეს”: შსს-მ სამი ეჭვმიტანილი დააკავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა შპს „ალფაზე“ თავდასხმაში ბრალდებულები დააკავეს. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი – 1962 წელს დაბადებული თ.ხ., 1969 წელს დაბადებული ბ.მ. და 1974 წელს დაბადებული.

„მიმდინარე წლის 22 სექტემბერს სამი შეიარაღებული პირი, თანამზრახველთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შპს „ალფას“. მათ კომპანიის დარაჯს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღის ტარით დაზიანება მიაყენეს. დარაჯმა განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა შეძლო, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს” – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

2017 წლის 24 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....