aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცესკო-ს 17:00 საათის მონაცემები: არჩევნებში მონაწილეობა 1 262 809 ამომრჩეველმა მიიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 262 809 ამომრჩეველმა.  ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მისი თქმით,  17:00 საათზე საქართველოს მასშტაბით 36.7%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა 53.4% კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ისევ შიდა ქართლშია, სადაც ამომრჩევლის მხოლოდ 31.5%-მა დააფიქსირა თავისი არჩევანი.

რაც შეეხება თბილისს, ცესკო-ს მონაცემებით, დედაქალაქში 17:00 საათზე ამომრჩევლის 34.7%-იანი აქტივობა ფიქსირდება.

ამ დროისთვის საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

იტვირთბა....