aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სააკაშვილის პროცესი სრულდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს უკავშირდება.

როგორც ირკვევა, უნდა მოხდეს მტკიცებულებებს შეჯამება, ამის შემდეგ კი, დაცვის მხარეს მიეცემა გარკვეული ვადა, რათა სასამართლოს დასკვნითი სიტყვა წარუდგინოს. გამომდინარე იქედან, რომ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება, ის საბოლოო სიტყვით ვერ ისარგებლებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედება ბრალად. ამავე საქმეზე პასუხისგებაში უკვე მიცემული არიან შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სოდის ყოფილი შეფი ერეკლე კოდუა.

იტვირთბა....