aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სერგეენკო: “სისხლის ბანკი” ცდილობს, უბედური შემთხვევა გამოიყენოს, დაამზადოს პროდუქტი, რომელსაც კომერციულად გაყიდის

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ეხმაურება იაშვილის კლინიკის ეზოში მდებარე შპს “სისხლის ბანკის” განცხადებას, რომლითაც მათ მოსახლეობას, დიდი დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ, სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდეს.

მინისტრის თქმით გუშინ საღამოს მომხდარის გამო კლინიკებს 8 პაციენტმა მიმართა, კერძოდ, იაშვილის კლინიკაში შევიდა 7 დაშავებული ბავშვი, რომელთა მკურნალობისთვისაც დაიხარჯა 1 ერთეული სისხლის პროდუქტი, რაც ძალიან ცოტაა.

“რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა შეფერხების გარეშე მიეწოდა კლინიკას. საჯარო მოხელის კოდექსი არ მაძლევს შეფასების უფლებას, მაგრამ როდესაც ცდილობენ, რომ ეს უბედური შემთხვევა გამოიყენონ თავისი მარკეტინგისთვის, მოიზიდოს უფასო დონორები, დაამზადოს პროდუქტი, რომელსაც შემდეგ კომერციულად გაყიდის, ამის შეფასებას უბრალოდ საზოგადოებას მივანდობ. ამის შეფასების უნარი ჩემ შესაძლებლობებს აღემატება, საზოგადოებამ განსაჯოს ეს”, – განუცხადა მინისტრმა ტელეკომპანია “იმედს”.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ “სისხლის ბანკმა” მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდა.

მათი თქმით,  სისხლის კომპონენტებით უზრუნველყვეს როგორც იაშვილში გადაყვანილი ბავშვები, ასვე სხვა კლინიკის პაციენტები, რის გამოც ახლა სისხლის მარაგის რაოდენობა მინიმუმია.

შეგახსენებთ, დიდ დიღომში აფეთქება მოხდა,  მიზეზი, რომლის სავარაუდო მიზეზი გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა. 

იტვირთბა....