aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩხობაძე: “მნიშვნელოვანია დავივიწყოთ ტყე როგორც რესურსი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ორგანიზაციის “საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრები” თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია დავივიწყოთ ტყე როგორც რესურსი.

მისი თქმით, ტყე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი წყალმარეგულირებელი, ასევე დიდი როლი და ფუნქცია აკისრია მეწყერებისა და წყალდიდობების წინააღმდეგ. შესაბამისად, ნინო ჩხობაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა ტყე “დაცვითი ფუნქციით” იქნას გამოყენებული.

“ვთვლი, რომ საჭირო არ იყო სპეცრაზმის გამოყენება და შეიძლებოდა დიალოგი. თუმცა ამასთანავე, მივიჩნევ, რომ მაქსიმალურად უნდა შეჩერდეს რეგიონებში ტყეების ჭრა და გადაიხედოს გაცემული ნებართვები და ლიცენზიები.
დღეს 5 გრადუს დახრილობის მქონე ზედაპირზე პირწმინდად ჭრა დაშვებულია. ეს უნდა შეიცვალოს. ამასთან, საყურადღებო და მისაღებია პრემიერის განცხადება, რომ გადასახადისგან გათავისუფლდეს შემოტანილი ხე-ტყე და მაქსიმალურად დაიბეგროს ადგილობრივი ტყე”, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

იტვირთბა....