aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დონალდ ტრამპს შეხვედრა შესთავაზა

aviabiletebi
ავიაბილეთები

CNN-ი წერს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპს შეხვედრა შესთავაზა. აშშ-ის პრეზიდენტი კი შემოთავაზებას დათანხმდა.

შეთავასების შესახებ განცხადება სამხრეთ კორეელმა მაღალჩინოსანმა ვაშინგტონში გააკეთა. მან ჩრდილოეთ კორეის ლიდერის წერილი გააჟღერა.  წერილში წერია, რომ კიმ ჩენ ინი თანახმაა, შეაჩეროს ბირთვული პროგრამები და ბალისტიკური რაკეტების გამოცდები, თუ აშშ-სთან მოლაპარაკებები შედგება.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მოვლენათა ამგვარი განვითარება დიდი პროგრესია, თუმცა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები მტკიცე შეთანხმების მიღწევამდე ძალაში დარჩება.

მათი შეხვედრა, როგორც ცნობილი გახდა, მაისში შედგება

იტვირთბა....