aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩიკაგოში ქალი სასტუმრო “ჰილტონს” ფარული ვიდეოგადაღებისა და შანტაჟის ბრალდებით უჩივის

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩიკაგოში ქალი სასტუმრო “ჰილტონს” ფარული ვიდეოგადაღებისა და შანტაჟის ბრალდებით უჩივის და 100 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს.

ქალბატონი, რომელმაც ანონიმურად არჩია დარჩენა, ნიუ-იორკში, “ჰილტონის” შვილობილ სასტუმრო Hampton Inn and Suites -ში იყო დაბინავებული.

მისი თქმით, სასტუმროს ოთახში დამონტაჟებული ფარული კამერით უკანონოდ ჩაწერეს, შემდეგ ეს ვიდეო პორნოსაიტებზე ატვირთეს და აშანტაჟებდნენ. ფარული ვიდეოკადრები რამდენიმე პორნოსაიტზე აიტვირთა, ერთი კვირის შემდეგ კი ვიდეო მის მეგობრებს, კოლეგებს და ძველ კლასელებს გაუგზავნეს. შემდეგ კი მას აშანტაჟებდნენ.

“ჰილტონის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრალდების შესახებ 4 დეკემბერს გაიგეს და დასძინეს, რომ უაღრესად სერიოზულად ეპყრობიან სტუმრების უსაფრთხოებას.

იტვირთბა....