aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სპორტი

ჩვენი მოჭადრაკე გოგონები პირველ ადგილს ინარჩუნებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქართველმა ქალმა მოჭადრაკეებმა, რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, მესამე ტურში უკრაინელები დაამარცხეს და პირველი ადგილი შეინარჩუნეს. მომდევნო ტურში  მათ გადამწყვეტი  ბრძოლა ელით რუსეთის გუნდთან დაპირისპირებაში.

იბრძოლეს ასევ ჩვენმა ვაჟებმა. მესამე ტურში მათი მეტოქე  პოლონეთის ძლიერი ნაკრები გახლდათ. ჩვენმა ბიჭებმა მათთან  ფრედ დაასრულეს შეხვედრა. მათი შემდეგი მეტოქე  ხორვატიელი მოჭადრაკეები  იქნებიან. გუნდს გამარჯვების ქულა  მიხეილ მჭედლიშვილმა მოუტანა.

მე-17 განთესვის მქონე ქართულ გუნდს 3 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და მეხუთე-მეთოთხმეტე ადგილს იყოფს. ხოლო, ჩემპიონატს 6-6 ქულით რუსეთი და უკრაინა ლიდერობენ რომლებიც დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

იტვირთბა....