aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენგან წასულნი მხოლოდ გარდა-იცვალნენ… ისინი ცოცხლები არიან” – პატრიარქის სამძიმარი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, დიღომში, კორპუსის აფეთქებისას გარდაცვლილი ადმაიანების ოჯახებს უსამძიმრებს.

“გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას დიდ დიღომში, გაზის აფეთქებით გამოწვეული ტრაგედიის გამო, რომელიც ყველას ტკივილად იქცა და მთელი ქვეყნის გულითადი თანაგრძნობა გამოიწვია.

მეტად ძნელია მომხდართან შეგუება, მაგრამ ოჯახის წევრები და ახლობლები, ყველა თანამდგომი უნდა განამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ ჩვენგან წასულნი მხოლოდ გარდა-იცვალნენ, ისინი ცოცხლები არიან, ოღონდ სხვა სახით, შეცვლილი სახით აგრძელებენ ცხოვრებას, ახლა უკვე მარადიულ, წარუვალ სამყაროში, რომლისათვისაც ჩვენ, ყველა უნდა მოვემზადოთ.

აღვავლენთ ლოცვებს, ნიკოლოზის, ნათიას, ნინოსა და ლევანის უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა, მართალსა დააწესოს ისინი, ხოლო ჩვენ, მოგცეს ძალა, მათთვის ლოცვის შეწევნისა” – განაცხადა ილია მეორემ.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა. 

იტვირთბა....