aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ჩერგოლეიშვილი – სააკაშვილის ნდობა წარმოუდგენელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ტაბულას” დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და “ევროპული საქართველოს” გენერალური მდივნის გიგი უგულავას შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“სააკაშვილის ნდობა რომ წარმოუდგენელია, იქიდანაც გამოჩნდა, რა განცხადებაც გააკეთა “ერთ ოჯახზე”.

ის, რომ ჩვენი ინტერესები სალომე ზურაბიშვილის დამარცხებასთან მიმართებით ერთმანეთს დაემთხვა, მასთან ერთ ოჯახად არანაირად არ გვაქცევს – მაგრამ სასურველის რეალობად გასაღება, მისი საყვარელი სპორტია.

არსებობენ წებოვანი ადამიანები, რომლებსაც კარს რომ უკეტავ, ფანჯრიდან მოძვრებიან და იმათ ფანჯარაც დაკეტილი უნდა დაახვედროო – ბებიაჩემმა მასწავლა ჰალსტუხის შეკვრასთან ერთად და ძალიან გამომადგა”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

გაერთიანებული ოპოზიციისა და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ჰელსინკში, „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე ერთმანეთს შეხვდნენ.

მიხეილ სააკაშვილის, გიგი უგულავასა და გრიგოლ ვაშაძის ძირითადი სასაუბრო თემა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო.

როგორც შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“.

იტვირთბა....