aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ესპანეთში ე.წ. კანონიერი ქურდის კახა შუშანაშვილის ცოლი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ესპანური გამოცემა La Vanguardia-ს ინფორმაციით, დღეს ესპანეთში ქართული მაფიის წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულებს შორის ე.წ. კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის ძმის, კახა შუშანაშვილის ცოლია.

გამოცემის ინფორმაციით,  დღეს დილიდან ესპანეთში, კერძოდ, კატალონიაში და მადრიდში ქართული მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სპეცოპერაციის ფარგლებში 16 პირია დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი ძირითადად ყაჩაღობითა და ფულის გათეთრებით იყო დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ ძმები შუშანაშვილების სახელი ქურდულ სამყაროში ცნობილია. ესპანური პრესა კახა შუშანაშვილს ქართულ-რუსული მაფიის გენერლადაც მოიხსნიებს. მისი ძმა, ლაშა შუშანაშვილი ქურდულ სამყაროში ასევე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. რა გახდა შუშანაშვილსი ცოლის დაკავების მიზეზი და რას ედავება მას პოლიცია ჯერჯერობით უცნობია.

ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ კახა შუშანაშვილს 18 მაისს 20 წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტთან დაკავშირებით კომნტას აკეთებს და უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარე სპეცოპრეციაში ქართული მხარეც არის ჩართული. დაკავებულების რაოდენობას და ვინაობას მოგვიანებით გაავრცელებენ.

იტვირთბა....