aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შუშანაშვილის ადვოკატი: “ღამის 12 საათამდე არ იყო ჩემი კლიენტი დაკავებული და რის საფუძველზე აკეთებს სამინისტრო განცხადებას?!”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. “კანონიერი ქურდის” ლაშა შუშანაშვილის ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ მას ბერძენ კოლეგასთან კომუნიკაცია ღამის 12 საათამდე ქონდა და ამ დროისთვის მისი კლიენტი დაკავებული არ იყო.

“მე გუშინ ღამის 12 აათამდე მქონდა ბერძენ ადვოკატთან კომუნიკაცია. ის მეუბნებოდა, რომ პოლიცია არ გვიდასტურებს შუშანაშვილის დაკავებასო. მერე დაჭირდათ საჩივრების დაწერა, რათა დაედგინათ შუშანაშვილის ადგილსამყოფელი და გუშინდლამდე არ ადასტურებდა პოლიცია ჩემი კლიენტის დაკავებას. შესაბამისად, ბრალი არ აქვს წაყენებული. რის საფუძველზე აკეთებს სამინისტრო განცხადებას, ეს მაინტერესებს”, – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია „კავკასუს ნორმანდიასი“  ჩაატარა.  ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის განცხადებით სპეცოპერაცია საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარდა, რის შედეგადაც  4 ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს.

ჭელიძის განცხადებით, სალონიკში  სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები არიან  ლაშა შუშანაშვილი იგივე (რუსთავსკი), საფრანგეთში ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნაშვილი, საბერძნეთში ათენში კი ნოდარ შუკაკიძე და მერაბ ასანიძე.

დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც. დაკავებულია კახაბერ აბუაშვილი, იგივე “კაბუ.”

იტვირთბა....