aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შს მინისტრის მოხსენება სიღმისეული იყო, რომელიც სპეკულაციების ფონზე მიმდინარეობდა” – ვოლსკი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს გიორგი გახარიას გამოსვლის შეფასებისას განუცხადა, რომ მოხსენება იყო სიღრმისეული , რომელიც სპეკულაციების ფონზე მიმდინარეობდა.

მან ასევე გიორგი გახარიასა და შსს-ს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

“ეს იყო მოხსენება სიღრმისეული ანალიზით, პრობლემების განხილვით, პოზიტიური მიმართულებების განხილვით. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანწილად მიმდინარეობდა სპეკულაციების ფონზე. ამას პოლიტიკურ დებატებს ვერ დავარქმევ, თუმცა საზოგადოებისთვის საკმაოდ ნათელი სურათი მაინც ჩამოყალიბდა და მადლობა მინდა ვუთხრა არამარტო მინისტრს, არამედ თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ამ სისტემაშია დასაქმებული”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენდნენ.

იტვირთბა....