aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-ს მაშველებმა სერბი ტურისტი გადაარჩინეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, სერბი ტურისტი, 46 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ ,,112″ -ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ლომისას ქედზე 4 ტურისტი ჩამოწოლილ ზვავში მოჰყვა, რა დროსაც ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე გაფრინდნენ. დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია. იგი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანეს.

იტვირთბა....