aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

შსს – ოფიციალური ვაშინგტონი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას დადებითად აფასებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოფიციალური ვაშინგტონი თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას დადებითად აფასებს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ძალოვანი უწყებების რეაგირება ვაშინგტონში გამართულ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა.

„ოფიციალური ვაშინგტონი უაღრესად პოზიტიურად აფასებს ქართველი სამართალდამცველების რეაგირებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე შეკრებილ ადამიანებს, საკუთარი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის საშუალება მისცემოდათ“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....