aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს-მ “პაემანი რუსეთთან” მონაწილე რუსეთის სამი მოქალაქე ქვეყანაში არ შემოუშვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის ფედერაციის სამ მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უთხრა. აღნიშნული პირები რუსეთის იმ დელეგაციის წევრები არიან, რომლებსაც კინემატოგრაფიულ ფესტივალში „პაემანი რუსეთთან“ უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

ისინი საქართველოში დღეს მოსკოვი-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ.

2018 წლის 21 ნოემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რეისით, მოსკოვი-თბილისი ჩამოფრინდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. რეისის 3 მგზავრს უარი ეთქვათ ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. სამივე მოქალაქე უკან იმავე რეისით გააბრუნეს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

იტვირთბა....