aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ თბილისში ავტომანქანის ქურდობის ფაქტი აღკვეთა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ავტომანქანის ქურდობის ფაქტი აღკვეთა.

უწყების ცნობით, დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ერთი პირი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ა.გ. ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს ვარკეთილში, სხვისი ნივთის ფარულად დაუფლების მიზნით, ავტომობილის საქარე მინა დააზიანა და მანქანის სალონში შეღწევას ცდილობდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....