aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს მოსახლეობას აფრთხილებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

17-19 ივლისს თბილისში ,,ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტი გაიმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამიტში მონაწილე სტუმრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 18-19 ივლისს 08:00-იდან 00:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქროყანის გზიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით.

“აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის.
ჩაიკეტება სამანქანო შესასვლელი. რადგან სამიტის მიმდინარეობის გამო რესტორანი ,,ფუნიკულიორი“ და მიმდებარე ობიექტები გადაკეთებული იქნება სასესიო სივრცეებად. მოქალაქეებს მთაწმინდის პარკში მოხვედრა ფუნიკულიორის ტრამვაის მეშვეობით შეეძლებათ.
ასევე, 19 ივლისს 05:00 საათიდან 11:00 საათამდე ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება პირველი რესპუბლიკის მოედანზე.
ავტოტრანპორტის მოძრაობა სამიტის დასრულებისთანავე სრულად აღდგება”, – წერია შსს-ის განცხადებაში.

OGP-ის ფარგლებში განხორცილებული წარმატებული რეფორმების შედეგად საქართველო 2016 წელს პარტნიორობის თანათავმჯდომარე, ხოლო 2017 წელს მისი თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

იტვირთბა....