aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გარდაცვლილი 24 წლის გოგო შილდაში: საქმეში შესაძლოა, სამართალდამცველების გულგრილობა გამოჩნდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“,  სოფელ შილდაში გარდაცვლილი 24 წლის გოგონას საქმეში სამართალდამცველების მხრიდან სამსახურეობრივ გულგრილობაზე საუბრობენ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათ საქმის მოკვლევა დაიწყეს. მათი ინფომაციით, გარდაცვალებამდე გოგონას სხეულის დაზიანებები რამდენჯერმე ჰქონდა. ისინი ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილ ქალზე  შესაძლოა მისი ოჯახის წევრები ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მისი თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი  გახდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ასეთი ფაქტების აღმოჩენის თანავე პოლიციას ის ბავშვთან ერთად თავშესაფარში უნდა გადაეყვანა.

“პოლიციას მისთვი მსხვერპლის სტატუსი აუცილებლად უნდა მიენიჭებინა.  იგი ბავშვიანად თავშესაფარში უნდა გადაეყვანათ. რაც როგორც ვხედავთ  არ გაკეთებულა და ასეთი მძიმე შედეგი მივიღეთ,“ – აცხადებს „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის“ წარმომადგენელი ლია ხუროშვილი.

სოფელ შილდაში, 24 წლის ე. ნ. მეუღლის სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიება 115-ე მუხლით თვითმკვლელობამდე მიყვანით  მიმდინარეობს.

იტვირთბა....