aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“ლარის კურსს ეროვნული ბანკი 2 შვილობილ ბანკთან ერთად ადგენს და დაარბენინებს ზევით-ქვევით“

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს საბანკო სისტემა Bloomberg-ის  ტერმინალის ბუნდოვანი ვაჭრობიდან უნდა გამოვიდეს- ამის შესახებ „ეფიქს გრუპის“ მთავარმა ანალიტიკოსმა ნიკა შენგელიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით,  ლარის ესეთი ძლიერი რყევა, რაც დღეს არის, არ უნდა ხდებოდეს.

„ბლუმბერგის ტერმინალში ორი ბანკი ვაჭრობს, სავარაუდოდ, „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ და ამის შედეგად დგინდება კურსი, თუმცა ინფორმაცია სავაჭრო ლოტების შესახებ დახურულია. ყველა ბანკი ვერ ახერხებს ბლუმბერგის ტერმინალში ვაჭრობას, რადგან ეს დიდი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ჩვენი ჯგუფის მოსაზრებაა, რომ ბუნდოვანი ვაჭრობიდან უნდა გამოვიდეს საბანკო სექტორი და შეიქმნას ქართული სავაჭრო პლატფორმა, სადაც ინფორმაცია უფრო გამჭვირვალე იქნება. ამ ეტაპზე ეს დაარეგულირებდა ამ პროცესს“ აცხადებს შენგელია

მისი თქმით, ასეთი დიდი რყევები – როდესაც დღენახევარში კურსი 2.43–დან 2.48–მდე ადის, მძიმე დარტყმაა მოსახლეობისთვის და მცირე ბიზნესისთვის.

„ის რომ, საგარეო ფაქტორებზე ძლიერად ვართ დამოკიდებული, ფაქტია, რადგან უფრო მეტი პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. თუმცა მცურავი კურსი გვაქვს ქვეყანაში, რადგან ლარის კურსს ეროვნული ბანკი ორ შვილობილ ბანკთან ერთად ადგენს და დაარბენინებს ზევით და ქვევით“ – აცხადებს შენგელია

ანალიტიკოსის განმარტებითვე,  არცერთ ქვეყანაში კომერციულ ბანკებში ვალუტის ყიდვა-გაყიდვას შორის ასეთი დიდი სხვაობა არ არის, პირიქით-  კომერციულ ბანკებში უფრო დაბალი კურსია, ვიდრე სავალუტო ჯიხურებში, ჩვენთან კი პირიქითაა.

ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციაში ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს.

commersant.ge

იტვირთბა....