aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შვედეთში, ქალაქ კალიქსში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დააკავა. ის 50-წლამდე მამაკაცია, რომელიც ბრალდებას უარყოფს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკვლელობა შენობაში მოხდა. მათივე ცნობით, დანაწევრებული ცხედარი მდინარის ნაპირას ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აღმოაჩინა. სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დანაწევრებული სხეულის კიდევ რამდენიმე ნაწილი აღმოაჩინეს. 14 ნოემბერს კი, გამოძიებაში ქართველი სამართალდამცველებიც ჩაერთნენ.

საქართველოს საკონსულოს განცხადებით,  გარდაცვლილის გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს.

„შვედეთში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა“, – აცხადებენ საკონსულოში.

იტვირთბა....