aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეშფოთებულები ვართ საპრეზიდენტო არჩევნების დარღვევებით”: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომელიც არჩევნებისას იხილეს.

„აშშ მკაფიოდ უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოს ნატო-ში მომავალს. საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. საქართველოს წვლილი საერთაშორისო რეფორმებში უზარმაზარია. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიარა. შეშფოთებულნი ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რომელიც არჩევნებისას ვიხილეთ, თუმცა ახლა ყურადღებით ვაკვირდებით თუ როგორ იქნება იმპლემენტირებული ახალი კონსტიტუცია და ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ტესტი იქნება“, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არცევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა.

იტვირთბა....