aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ის ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს კვირიკაშვილსა და კალაძეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი ეთერიდან ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს საქართველოს პრემიერ კვირიკაშვილს და კახი კალაძეს. მისი თქმით, რაც უფრო ხშირად გამოჩნდება სააკაშვილი, მით უფრო ხშირად გაგვახსენდება როგორი არ უნდა იყოს ქვეყნის ლიდერი

“ის თავხედური მეთოდებით ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს კვირიკაშვილსა და კალაძეს, თუმცა სააკაშვილის გამოჩენით, საუბრით, მისი ნამოქმედარის და პერიოდის გახსენებით, კიდევ უფრო თვალნათელი ხდება რადიკალური განსხვავება ქვეყნის მაშინდელ და ახლანდელ ლიდერებს შორის. საბედნიეროდ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო უმოკლეს დროში ავტოკრატიიდან, უსამართლობიდან, კლანური მმართველობიდან გადასულიყო ადამიანზე ორიენტირებულ, დემოკრატიულ, ღია და გამჭვირვალე მმართველობაზე და ყოლოდა ლიდერები, რომლებიც ადამიანურობის და წარმატებითს მაგალითს იძლევიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა “რუსთავი 2”-ს, სადაც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე, მისეული ხედვა გადმოსცა.

 

იტვირთბა....