aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ არჩევნებს გამარჯვებული არ ეყოლება, შესაძლოა ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს, მაგრამ ის უკვე დამარცხებულია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი დღევანდელ არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს. მისი თქმით, ამომრჩეველი ქვეყანაში ისევ სააკაშვილის მძევლად არის ქცეული და ამ არჩევნებს გამარჯვებული არ ეყოლება.

“ყველაზე უმადური ამბავი – საარჩევნო პროგნოზიაო, მაგრამ მაინც:
ასე მგონია ხვალ არჩევნებში ვაშაძე დამარცხდება;
თუმცა მგონია, რომ შედეგის მიუხედავად, ამ არჩევნებში საქართველო უკვე დამარცხდა;
ქართული ოცნების 6 წლიანი მმართველობის შედეგი ის არის რომ ამომრჩეველი ქვეყანაში ისევ სააკაშვილის მძევლად არის ქცეული;
ხვალ ვინ გამოცხადდება პრეზიდენტად მხოლოდ ტექნიკური საკითხია და არაფერი არსობრივად არ შეიცვლება იმ კატასტროფაში რომელშიც ამ არჩევნებმა გადაისროლა ქვეყანა;
ამ არჩევნებს გამარჯვებული არ ეყოლება – ვიცი რომ პრეზიდენტი გვეყოლლება და ამას არ ვგულისხმობ ბუნებრივია;
როდესაც ხელისუფლება არჩევნების წინა საღამოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს სმს გზავნილით არჩევნებზე ეძახის არა წარმატებისთვის, არა ერთად გამარჯვებისთვის, არა უკეთესი საქართველოსთვის ან მეტი პროგრესისთვის არამედ ეძახის ვიღაცის, რაღაცის დასამარცხლებლად, ვიღაცაზე რევანშისთვის, უარესის აცილებისთვის ეს გუშინდელი, დღევანდელი, ხვალინდელი დღის ყველაზე დიდი მარცხია.

შედეგს თითქოს ვხედავ, დღემდე ბორძიკით მოსულ ამომრჩეველსაც, მაგრამ იმედია ქვეყანას კიდევ უფრო დიდი მარცხისთვის არ გაიმეტებთ”. – წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში და კომენტარებში ერთ-ერთ მოქალაქეს პასუხობს, რომ შესაძლოა ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს, მაგრამ ის უკვე დამარცხებულია.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

იტვირთბა....