aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მარგველაშვილს შეუძლია შეიწყალოს დეკანოზი”: ინგა გრიგოლია “ციანიდის საქმეზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ციანიდის საქმეზე” სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგამდე თუ მივა, ის მას მოიგებს.

“მე მაპატიეთ, მაგრამ მას მერე, რაც უზენაესმა უარი თქვა, განიხილოს დეკანოზის საქმე, უკვე თითქმის დავრწმუნდი, რომ დიდ, დადგმულ აბდა-უბდასთან გვაქვს საქმე და არა ციანიდით ვინმეს მოწამვლის მცდელობასთან. ამ საქმეს რომ მოიგებენ სტრასბურგში, ეხლავე ვხედავ, მაგრამ მერე აქ როგორ აგვიხსნიან ამ აბდა-უბდას? ამდენი ხანია, ამ საქმეს ვაშუქებთ და ის ფაქტი, რომ გამოძიებას დღემდე არ უთქვამს, ვისგან და როდის შეიძინა ციანიდი დეკანოზმა მამალაძემ, ჩემთვის უკვე იყო დასკვნების გაკეთების საფუძველი, მაგრამ ახლა ეჭვის ზღვარსაც გავცდი, რაც ამ საქმის განხილვაზე, უზენაესმა თქვა უარი. მარგველაშვილს შეუძლია შეიწყალოს ეს კაცი და გარეთ თუ გამოვა, მერე უფრო გავიგებთ, რა ისტორია შეკერა გამოძიებამ და რისთვის, მარგველაშვილს შეუძლია ეხლა წერტილის დასმა. ხო, მე თემა შემეცვალა და რა თქმა უნდა, სეზონის ბოლო “რეაქციას” ამ თემას დავუთმობ” – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ე.წ. “ციანიდის საქმეზე”, რომელიც საუკუნის პროცესად მოინათლა, დაკავებულია და 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეს, რომელსაც ბრალად საპატრიარქოს მაღალი რანგის წარმომადგენლის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად.

იტვირთბა....