aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ, ნაცმოძრაობა შევიცვალეთ და ჭკუა ვისწავლეთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან აცხადებს, რომ “ნაცმოძრაობამ” ბათუმში არჩევნები წააგო ხალხის დადანაშაულება არ შეიძლება.

“ბათუმში ჩვენი მთავარი შეცდომა და ჩავარდნა ის იყო რომ, ბევრმა ადამიანმა ვერ იგრძნო თავი იმ ყველაფრის ნაწილად, რაც იქ ხდებოდა. ენატრებოდათ ის დრო, როდესაც მათი წარმოდგენით, მათი აზრი უფრო მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ ხალხის გამტყუნება აქ არ შეიძლება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” შეიცვალა და ამ ხნის განმავლობაში ჭკუაც ისწავლა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახალი ენერგიით და ბევრად უფრო რბილი, ხალხის ჩართულობის მეთოდებით უნდა დავბრუნდეთ, რადგან ეს კი არ უნდა იყოს ძველის დაბრუნება, არამედ ახლის შექმნა. ჩვენ ისეთი უნდა შევქმნათ, რაც ხალხისთვის უფრო გასაგები იქნება. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ (ნაცმოძრაობა) ასევე შევიცვალეთ, ბევრი რაღაც ვისწავლეთ, მათ შორის ჭკუაც ვისწავლეთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....