aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შევთანხმდეთ, რომ ვერ ვთანხმდებით”: პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კანონპროექტს ვეტო დაადო

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიუციო რეფორმას ვეტო დაადო და მას მოტივირებული შენიშვნები დაურთო. პრეზიდენტი მმართველ გუნდს 6 – პუნქტიან შეთავაზებას უგზავნის, -ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე გაანცხადა. მისი თქმით, 6-დან 4 პუნქტი კონკრეტულად “ქართული ოცნების” მიერ აღებული ვალდებულებაა:
“საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციასთან მიმართებაში მოტივირებულ შენიშვნებს გადავაგზავნი.
ეს შენიშვნები დაიწერა კონსესუსის და შეთანხმების სულისკვეთებით. შესაბამისად, ამ შენიშვნებში პირველი ოთხი საკითხი არის თავდან ბოლომდე მმართველი პარტიის საკითხი, რომელზეც “ქართულმა ოცნებამ” ვალდებულება აიღო ვენეციის კომისიასთან, რომ ჩაასწორებდა. ეს ოთხი საკითხი უცვლელია-ბონუსი, ბლოკები, საკონსტიტუციო სასამართლო და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები.
მეხუთე საკითხიც ასევე “ქართულ ოცნებას” ეკუთვნის-2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხი. ვინც ეს საკითხი იცის, ახსოვს, რომ მმართველ გუნდს კონსტიტუციის მიღების პროცესში ხმები არ ჰქონდა, სწორედ ამ საკითხიდან გამომდინარე, მაგრამ მოხდა შეთანხმება ოპოზიციასთან, რომ თუ ამ საკითხის განხილვას მხარს დაუჭერდნენ, ოპოზიცია ხმას მისცემდა.
მეექვსე საკითხი კი ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს. ვიცით რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ასევე ქართულ საზოგადოებასთან, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. გადავწყვიტე არ ვიყო ხისტი და შეთავაზება იყოს შემთანხმება, შევთანხმდეთ, რომ ვერ ვთანხმდებით ამ საკითხზე და ამიტომ გადავდოთ მომავლისთვის.
შესაბამისად, ამ 6 შეთავაზების განხილვის და გაზიარების შემთხვევაში, შეიძლება ძალიან ბევრს მივაღწიოთ. მივიგებთ კონსტიტუციას, რომელსაც ექნება ოპოზციიის ხმები. ვაჩვენებთ ევროპულ პოლიტიკურ კულტურას და ჩვენ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს. “-განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით ახალი კონსტიტუცია მიიღო.

იტვირთბა....