aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყოფილი მინისტრი: ევროპელი ექსპერტები არ ცდებიან-ტემპერატურა ძალიან დაეცემა…

aviabiletebi
ავიაბილეთები

წლევანდელი ზამთარი განსაკუთრებით ცივი იქნება, რასაც ევროპელი ექსპერტების პროგნოზები მოწმობს, -ამის შესახებ “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” წარმომადგენლმა და გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნინო ჩხობაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელი ექსპერტები არასდროს ცდებიან კლიმატის პროგნოზირებისას:

“ერთ-ერთი შვეიცარიელი ექსპერტის მიერ, საიდუმლოდაა გამხელილი მსოფლიოსთვის, რომ 2017 წელი იქნება ბოლო, როცა გვექნება მეტნაკლებად სტაბილური კლიმატი, შემდეგი წლიდან კი ცვლადების პროგნოზია. წლევანდელი ზამთარი უკვე ცივია. დაიდო ევროპული პროგნოზი და ტემპერატურა ძალიან დაეცემა, გოლფსტრიმმა უკვე შეიცვალა მიმართულებები – ეს ნიშნავს, რომ გამყინვარება იწყება ევროპის კონტინენტზე.

სომხეთის ჰიდრომეტცენტრმა გააკეთა განცხადება და არის ძალიან არასახარბიელო პროგნოზები, რომ ერევანში -30 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა. როგორც წესი ჩვენთან, მინუს 10 გრადუსია სომხეთთან შედარებით, ასე რომ თბილისში -20 გრადუსს უნდა ველოდოთ, რაც არის სერიოზული პრობლემა თბილისისთვის და ზოგადად საქართველოსთვის.

გახსოვთ ალბათ, 3 წლის წინ, როცა -15 გრადუსი იყო, დედაქალაქში კომუნიკაციების მიმართულებით სერიოზული პრობლემები შეიქმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც მშენებლები გვეუბნებიან, რაზეც ითვლება მშენებლობა ქალაქში, არის -8 გრადუსი ტემპერატურა, შესაბამისად მთელი ინფრასტრუქტურა, რაც გათვლილია -8 გრადუსზე, ხანგრძლივად ვერ გაუძლებს -15 გრადუს ტემპერატურას და სერიოზული ზიანი მიადგება ინფრასტრუქტურას” – ამბობს ნინო ჩხობაძე.

შეგახსენებთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ანომალურად ცივი ზამთრის შესახებ. ამინდის პროგნოზის მსოფლიოს მოწინავე ცენტრები ამინდის გრძელვადიან, ე.წ. სეზონურ პროგნოზებს ამზადებენ და ავრცელებენ საპროგნოზო სეზონის დადგომამდე 10-15 დღით ადრე. ამ ტიპის პროგნოზების შესადგენად გამოიყენება, როგორც რიცხვითი, ასევე ანალოგის მეთოდები. ევროპის და დასავლეთ აზიის რეგიონებში არსებული ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის სეზონური პროგნოზები დგება ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და ამერიკის პროგნოსტიკული ცენტრების მოდელების საფუძველზე.
ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაცის დასადასტურებლად. სხვადასხვა წყაროებით გავრცელებული პროგნოზი შესაძლოა მხოლოდ ცალკეულ მეცნიერთა ვარაუდს წარმოადგენდეს, შესაბამისად მათი ოფიციალურ წყაროდ გამოყენება შეუძლებელია.
მიმდინარე წლის 20-23 ნოემბერს ხორვატიაში ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის ფორუმი გაიმართება, რომელშიც გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას. ამ ფორუმზე მომზადდება 2017-2018 წლის ზამთრის სეზონში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი. საქართველოში ზამთრის პერიოდში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ფორუმზე მიღებული ინფორმაცია განთავსდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე (nea.gov.ge) და გავრცელდება მასმედიის საშუალებებით. საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიერ გავრცელებული ამინდის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგნოზებით.”-ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....