aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყოველწლიურად ევროპაში „ა ტიპის“ ვირუსით 70 ათასი ადამიანი იღუპება” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ურჩევს, რომ შეიზღუდოს სამედიცინო დაწესებულებებში მნახველთა შეშვება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშას განცხადებით, გარედან შესულმა ადამიანებმა შესაძლოა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყონ.

„პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოს ჯანდაცვის უწყებამ, მთელი სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს ვაქცინირებული, რადგან ისინი მკურნალობენ გრიპიან პაციენტებსაც, სხვა მიზეზებით ჰოსპიტალიზებულ ადამიანებსაც და მათ შეუძლიათ, გაავრცელონ დაავადება. ჯანდაცვის უწყების მიერ დაწესებულებებში უნდა შეიზღუდოს მნახველების რაოდენობაზე“, – განაცხადა მარიან ივანუშამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „ა ტიპის“ ვირუსით ევროპაში ყოველწლიურად 70 ათასი ადამიანი იღუპება.

„ძალიან ვწუხვართ თითოეული ადამიანის გარდაცვალების გამო, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა გადაჭარბებული არ არის. რაც შეეხება ევროპის რეგიონს, ზუსტ სტატისტიკას ვერ მოგახსენებთ, რადგან მონაცემები ახლა შემოდის, თუმცა ჩვენ ვიცით, ევროპის რეგიონში ყოველწლიურად დაახლოებით 70 ათასი ადამიანი იღუპება „ა ტიპის“ ვირუსით. სწორედ ამიტომ არის მიჩნეული ეს საკმაოდ სახიფათო დაავადებად. შეიძლება ითქვას, რომ ანალოგიური მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებშიც“, – განაცხადა მარიან ივანუშა.

იტვირთბა....