aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ყიზილაჯლოში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყიზილაჯლოში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

„მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მომხდარიდან მალევე ჩავიდა შემთხვევის ადგილზე და მიმდინარე გამოძიების დეტალებს, ასევე, დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნო“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყიზილაჯლოში, ,,ქართული ოცნების” ოფისთან საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატზე თავდასხმა მოხდა.

გავრცელებული ცნობით, დაჭრილია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი და ასევე, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, “ქართული ოცნების” წევრები არიან.

ამ დროისთვის უცნობია თავდამსხმელის ვინაობა და მოტივი. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

იტვირთბა....