aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქალბატონო ეკა, ყველაფრის კადრება არ შეიძლება” – ჟურნალისტი ეკა ბესელიას წინააღმდეგ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს ეკა ბესელიას სოციალური ქსელით მიმართავს.

“მხოლოდ ჩემი გარდაცვლილი მეგობრის გამო თავს ვალდებულად ვთვლი ვუპასუხო ეკა ბესელიას, რომელიც რამდენიმე დღეა იმეორებს – ელისაშვილის მაჟორიტარულ ბიუროს რომ თანხა ერიცხებოდა სად წავიდაო. ჩემი მეგობარი ელე, რომელიც ამ ბიუროს ხელმძღვანელობდა 6 სექტემბერს გარდაიცვალა და ვერ უპასუხებს ქალბატონ ეკას. სხვა კი არავინ ჩათვლის ამ ბრალდებაზე პასუხის ღირსად. ვიცი რა პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ელე ყველა თეთრს და რამდენს მუშაობდა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც ამ ბიუროს მიმართავდნენ. როგორ ახარისხებდა წერილებს, მათ პრობლემებს და დარბოდა სხვადასხვა ინსტანციებში ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ქალბატონ ეკას და საზოგადებას ვაცნობებ: თანხები იხარჯებოდა ოფისის იჯარისთვის, კომუნალური ხარჯებისთვის, იმ ადამიანების ხელფასებისთვის, ვინც აქ მუშაობდნენ. ნებისმიერი ხარჯის ნახვა შეიძლება საკრებულოს ანგარიშიდან, ვინაიდან ოფიციალური გადარიცხვის გარეშე არცერთი თეთრი არ დახარჯულა. ვიცი რომ ელე შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს ამ განცხადების გამო და მხოლოდ ამიტომ ვამბობ: ქალბატონო ეკა, ყველაფრის კადრება არ შეიძლება”, – წერს ნინო ჯანგირაშვილი.

შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ

იტვირთბა....