aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ცივი გონებით”: იზორია სოფელ არცევთან ხნულების შესაძლო გავლებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სოფელ არცევთან ე.წ. ხანძარსაწინაარმდეგო ხნულების შესაძლო გავლების საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავსი ქმედებები არის საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციებს არ უნდა წამოეგოს:

„ჩვენ გავაქვს შეთანხმება სტრატეგიულ პარტნიორებთან და ეს ჩვენი ერის სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირდება, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ცივი გონებით. მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სტაბილურობა და სიმშვიდე. ეს ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა და არა მხოლოდ ხელისუფლების, რომ თავიდან ავიცილოთ არსებული თუ მოსალოდნელი პროვოკაციები. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ქვეყანა რომლის ნაწილიც ოკუპირებულია, ბუნებრივია ყოველდღიურ და უშუალო საფრთხესთან არის. აქედან გამომდინარე, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა გახლავთ მშვიდობის შენარჩუნება. მათ შორის ჩვენი მრავალეროვნული წვრთნების ამოცანა გახლავთ დემოკრატიული განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა, რაც ჩვენ ქვეყანაში და რეგიონში მშვიდობიანი პირობების განმტკიცებას გულისხმობს“,- განაცხადა ლევან იზორიამ.

შეგახსენებთ, დღეიდან, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება სოფელ არცევთან ხნულის გავლებას აპირებს.

იტვირთბა....