aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აბიჟნიკი ხომ არა ვარ, რომ ყველას ვეჩხუბო”: ირმა ინაშვილი კორკოტაშვილს მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი გია კორკოტაშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს:

„კორკოტ, გუშინ ვკითხულობდი შენს პოსტს “პატრიოტებზე”. მთელი დღე ვფიქრობდი, მომეწერა თუ არა პასუხი. ბოლოს გადავწყვიტე, მეც საჯაროდ მეთქვა შენთვის ჩემი სათქმელი. მთავრობის გადადგომას ითხოვენ და კახი კალაძეს ეუბნებიან,- აგერ ვართ, კახიო. სად და როდის ვუთხარი კახის, რომ “აგერ ვარ”, ვერ ვიხსენებ… იმიტომ, რომ ასეთი რამ არ მითქვამს და არც შემითავაზებია. კვირიკაშვილის გადადგომას რომ ვითხოვ, კვირიკაშვილს ერთ მთავარ თემაზე ვუპირისპირდები – ხელს ვადებ, რომ ბოკერია-პარლამენტში და ბოკერიას 10%-ი ამ არჩევნებზე, – მისი პროექტია. ისიც მინდა გაგახსენო, რომ კვირიკაშვილს მე არ დავპირისპირებივარ. თვითონ დაგვიპირისპირდა, როცა პარლამენტში ბოკერიას წინაშე ამტკიცებდა, – “პატრიოტთა ალიანსთან” სტრატეგიული პარტნიორობა არ მექნებაო. შენთან ვითანამშრომლებო. კალაძეს რაც შეეხება, არჩევნების პროცესში სხვა კანდიდატებიც იყვნენ… მაგ. კახა კუკავა, რომელსაც ისევე არ შევხებივარ, როგორც კახი კალაძეს. რატომ უნდა ვიკამათო ხალხთან, რომლებთანაც საკამათო არ მაქვს? “აბიჟნიკი” ხომ არა ვარ, რომ ყველას ვეჩხუბო და ვეკამათო?! და ეს იმას რატომ ნიშნავს, რომ მე ან კუკავასთან ვიყავი შეკრული და ან კახი კალაძესთან?!

ზოგადად, ეს ჩემი გზაა, კორკოტ… კვირიკაშვილ-ბოკერიასთანაც ჩემი საბრძოლველია და შენ არასდროს შემიწუხებიხარ, პირდაპირ ან ირიბად ჩამერთე ამ ბრძოლაში. არც მოკავშირეობა მითხოვია შენთვის და არც თანამოაზრეობა. მაშასადამე, ვიტოვებ უფლებას, – ამ გზაზე ისე ვიარო, როგორც მე სწორად და სამართლიანად მიმაჩნია. მე არასდროს გამიკრიტიკებია არც შენი გზა, არც “ქართული მარშის” გეზი, არც თქვენი ლიდერები და არც თქვენი სტრატეგია. ქართული მიწის საკითხზე ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს ვლაპარაკობდით. “ოცნების” პერიოდში კირნათში, თურქეთისკენ გადაწეული საზღვარი უკან ჩვენ გადმოვაწევინეთ, სოფლის მოსახლეობასთან ერთად.

დავით გარეჯის მიმდებარე საზღვარზეც ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი მიწის დასაცავად. თურქეთისთვის 6 ჰექტარი მიწის ჩუქების თემაც ჩვენ გავხეთქეთ, საკონსტიტუციო განხილვებისას არავისზე ნაკლებად არ ვიომე ქართული მიწის დასაცავად, მაგარამ ვიმეორებ: ეს ჩემი გზაა… როცა თქვენ დაიწყეთ მიწის თემაზე საუბარი, არ მწყენია. გამეხარდა. რაც მეტი დაიცავს ქართულ ინტერესს, მით უკეთესი… და მე და ჩვენ გუნდს არასდროს გაგვიკრიტიკებიხართ. არც მიკბენია თქვენთვის და არც მიღრენია. არც თქვენი გეზის რევიზია დამიწყია და არც თქვენი ლოზუნგების ექსპერტიზა. მეც იგივე პატივისცემას ვიმსახურებ თქვენგან. ასე მგონია… და თუ შენ სხვაგვარად ფიქრობ, რადგან საჯაროდ გამოთქვი შენი ეჭვი, ესეც საჯაროდ მითხარი. ახლა შიმშილობის თემაზე. თქვენები წერდნენ, რომ ჩვენ შეგიშალეთ ხელი. რაში შეგიშალეთ ხელი? თუ მზად იყავით 500 კაცს ეშიმშილა, დაგეწყოთ ეს აქცია. საერთო პროცესისთვის ეს ხომ მხოლოდ კარგი იქნებოდა, ამას რა მიხვედრა უნდა?! მონოპოლია ხომ არა მაქვს შიმშილობის აქციაზე, ვისაც შეუძლია, გააკეთოს, იმოქმედოს… სხვას რატომ უყურებს?! მოკლედ, ესაა. იმედია, გაგებით მოეკიდები ამ პოსტს. იმედი მაქვს, ისიც ზუსტად იცი, რომ მე შენი მტერი არა ვარ და არც იმისი საჭიროებაა, სოციალურ ქსელში ვარკვიოთ ურთიერთობები. ჩემო ძმაო, მე თქვენთან არც სადაო მაქვს რამე, არც გასარკვევი და არც გასაყოფი და მივხედოთ ყველამ ჩვენს საქმეს და ჩვენს ქვეყანას. მე ხომ თქვენ არ გაბრალებთ არჩევნების გაყალბებას? თქვენც ნუ დამისვამთ იმ კითხვებს, რაც დასასმელი არაა. ჩვენი გზა ჩვენი გზააა…თქვენი – თქვენი… და ღმერთმა სულ სიკეთით გატაროთ ამ გზაზე. მე ეს გამეხარდება.“- წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....