aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველას გულისთვის უნდა გაუძლო ყველაზე დიდ უბედურებას!”: მიხეილ სააკაშვილი მაია ასათიანს უსამძიმრებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მაია ასათიანს უსამძიმრებს:

“მაია, საყვარელო, გვიყვარხარ ყველას ძალიან, ძალიან, ჭირდები შენს მაყურებელს და ხალხს, ყველას გულისთვის უნდა გაუძლო ყველაზე დიდ უბედურებას!”-წერს სააკაშვილი.

ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი საფრანგეთში საავადმყოფოში გარდაიცვალა.  ამის შესახებ სოციალურ ქსელში “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს.

ასათიანის ქალიშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. 18 წლის ნუცა მახვილაძე საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. მაია ასათიანი შვილთან წუხელ გადაფრინდა. სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

იტვირთბა....