aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ყალბი ფულის სავაჭრო ცენტრებში გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამი პირი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში სისტემატურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ ყალბ კუპიურებს, კერძოდ ახალი მოდიფიკაციის 50 – ლარიან და ძველი მოდიფიკაციის 100 – ლარიან ბანკნოტებს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 10 წლამდე.

იტვირთბა....