aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი პოლიტიკა

“ორს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აქვს”: რა მოხდა მარნეულში

aviabiletebi
ავიაბილეთები

მარნეულში მყოფმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა კლინიკიდან, სადაც მარნეულში მომხდარი ინციდენტისგან დაზარალებულები მკურნალობენ, კომენტარი გააკეთეს. მათი თქმით, პარტიის საარჩევნო შტაბთან თავდასხმის დროს დაშავებულ პირებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

“ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, მომხდარ ფაქტს გამოძიება დაადგენს და რაც შეეხება დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, თალაკვაძის ინფორმაციით, ორს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნება და ოპერაცია ჩაუტარდათ, ხოლო ერთი დაშავებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.

„ქვემო ქართლში, სოფელ ყიზილაჯლოში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან „ქართული ოცნების“ წევრებს ცეცხლი გაუხსნა. მათ შორის, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატს და საკრებულოს მოქმედ დეპუტატს. დაჭრილია სამი ადამიანი, რომელთაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო, რის შესახებას უწყებამ განცხადება გააკეთა.

იტვირთბა....