aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუცნაშვილი: “გამოძიება ფაქტზე მიმდინარეობს და მასში მონაწილე პირთა წრე ჯერ დადგენილი არ არის”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის  დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ორი ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის პროკურატურის მიერ გამოკითხვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიება ფაქტზე მიმდინარეობს და მასში მონაწილე პირთა წრე ჯერ დადგენილი არ არის.

“მე როგორ ყოფილ უფლებადამცველს, გამიხარდება, თუ დანაშაული არ დადასტურდება, რადგან თუ ადამიანი ხარ, შეუძლებელია ვინმესთვის დანაშაულის დადასტურება გიხაროდეს. ვნახოთ, დაველოდოთ პროცესებს. გამოძიება ფაქტის გარშემო მიმდინარეობს და ალბათ პროკურატურა მოგვიანებით მოგვაწვდის ინფორმაციას“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ყოფილი მინისტრების გამოკითხვაზე დაბარებას შეეხებოდა, პროკურატურამ ეს ინფორმაცია თავად დაადასტურა.

პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.

იტვირთბა....