aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქუმსიშვილი: „ქალმა ჯიბიდან ფულის ბღუჯა ამოიღო და გამაჟრიალა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ძალიან გამიხარდა – როდესაც ქალბატონს 100-ლარიანი გავუწოდე, მან ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა. ქალბატონო ადა, ამოიღო ფულის ბღუჯა! ახლაც ტანში მაჟრიალებს. გეფიცებით, სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი“- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” სხდომაზე, დეპუტატ ადა მარშანიას საპასუხოდ განაცხადა.  ქუმსიშვილმა ოჯახთან ერთად სვანეთში გატარებული დღები გაიხსენა.

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ტურიზმიდან ქვეყანაში 2-მილიარდ 100 მილიონი შემოდის და ეს სფერო 170 ათას ადამიანს ასაქმებს.

„მოგიყვებით მარტივ მაგალითს. ვგიჟდები ამ მაგალითზე, რომელიც მე შემემთხვა. მიყვარს მარიამობის სვანეთში შეხვედრა. უშგულში არის მშვენიერი ეკლესია. ოჯახთან ერთად, შარშან ვიყავი უშგულში. იქ ყველა სახლს აწერია ”Guest house”-ი. გავჩერდით ერთ სახლში. ბევრნი ვიყავით, ძალიან მოვილხინეთ. დილით ბევშვებისათვის სუვერინების შეძენა მოვინდომე. ბრჭყვიალა ქვა – კაჟი, რომელიც მდინარეს მოაქვს, 20 ლარი ღირდა. 20 ლარი ღირს ხელით გამოთლილი პატარა სვანური კოშკი. მყავს სამი შვილი. ამოვიღე ჯიბიდან ფული, რომ მათთვის მეყიდა და ძალიან გამიხარდა: – როდესაც მე ქალბატობს 100 ლარიანი გავუწოდე, მან ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა. ქალბატონო ადა, ამოიღო ფულის ბღუჯა! ახლაც ტანში მაჟრიალებს. გეფიცებით, სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი. ეს არის ტურიზმის გავლით, ოღონდ ეს სხვანაირად არ კეთდება. ეს თავისით არ ხდება. როდესაც ჩვენ მიზნობრივ ბაზრებზე დავდივართ, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ვატარებთ, მთელი ტურიზმი არის გათვლილი. ჩვენ ჩამოგვყავს წამყვანი ტელეკომპანიები, ვაკეთებინებთ გადაცემებს, ჩამოგვყავს ჟურნალისტები. ეს ბიუჯეტი თავიდან ბოლომდე არის გაწერილი”, – მიმართა ქუმსიშვილმა ადა მარშანიას.

იტვირთბა....