aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ქუმსიშვილი პუტინის გამოსახულებიან შოკოლადებზე: „ზოგადად, პროპაგანდა არ ვარგა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

“არ ვიცი რა არის ამ განზრახვის უკან და რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. ამაზე შემიძლია მორალურად გიპასუხოთ. კანონმდებლობის მხრივ, ჯობს ჩემზე უფრო კოკმპეტენტურმა ადამიანმა გიპასუხოთ. ზოგადად, პროპაგანდა არ ვარგა”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ქართულ ბაზარზე პუტინის გამოსახულებიანი შოკოლადის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით განაცხადა.

საქართველოში პუტინის გამოსახულებიანი შოკოლადების პირველი პარტია უკვე შემოვიდა. მათ თავდაპირველად ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში უსასყიდლოდ დაარიგებენ, თუმცა ცოტა ხანში ყიდვის მსურველებს ტკბილეულის შეძენა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, სხვადასხვა ჰიპერმარკეტსა და მარკეტში შეეძლებათ.

იტვირთბა....