aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ქუმსიშვილი: “ინვესტორთა ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს 1 861.9  მილიონ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 16.2 პროცენტით გაიზარდა. კიდევ უფრო იზრდება ინვესტორთა ნდობა და პოზიტიური მოლოდინები ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ, რაზეც რეინვესტირების შთამბეჭდავი ზრდა მიანიშნებს“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, 2017 წელს მნიშვნელოვნად 129.6 პროცენტით გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა და 712 მილიონი დოლარი შეადგინა.

ქუმსიშვილის განცხადებით, რეინვესტირების დონის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, გადასახადების ნაცვლად თანხები მიმართონ ახალ ინვესტიციებში, გააფართოვონ ბიზნესი და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.

„პოზიტიური დინამიკა სახეზეა მიმდინარე წელსაც. თებერვალში წინასწარი შეფასებით ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაჩვენებელი 5.5 პროცენტი, ხოლო იანვარ-თებერვალში 4.9 პროცენტია. დადებითი ტენდენციაა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 28 პროცენტით გაიზარდა საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იტვირთბა....