aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში ზებრაზე დედას, მამას და შვილს ავტომობილი დაეჯახა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე ზებრა გადასასვლელზე ფეხით მოსიარულე ოჯახს – დედას, მამას და შვილს ავტომობილი დაეჯახა.

მშობლებს ბავშვი ეტლით გადაჰყავდა, როდესაც ავტომობილის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ შეძლო. ავარიის შედეგად ქალბატონი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მამას და მცირეწლოვან შვილს დაზიანებები არ მიუღია.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

megatv.ge

იტვირთბა....