aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში აღმოაჩინეს მღვიმე, რომელიც შესაძლოა, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე (ჭახათას უბანი) ადგილობრივმა მცხოვრებმა ვახტანგ სიხარულიძემ მღვიმე აღმოაჩინა, სადაც მრავლადაა სტალაქტიდები და სტალაგმიტები.

6 დეკემბერს, მღვიმე, სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმაც მოინახულეს და მისი შესწავლა დაიწყეს.

მათი განცხადებით და პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია:

„80 მეტრის სიგრძის ორი დარბაზია. სამწუხაროდ აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს“, – აცხადებს ვალერი ბარბაქაძე.

მისივე თქმით, მღვიმე შესაძლოა, ქვედა ცარცული პერიოდის იყო, 30-50 ათასი წლის წინანდელი. სპელეოლოგებმა ახლად აღმოჩეილი მღვიმის შესწავლა დეტალურად დაიწყეს. წლების წინ, ამ ადგილას ქვის კარიერი იყო.

აფეთქებების შედეგად დარბაზები დაზიანებულია და რესტავრაცია სჭირდება.
წყარო: რადიო თავისუფლება

ფოტო: გიორგი ონიანი

 

 

იტვირთბა....