aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისი-მენინგემის ავიარეისის რამდენიმე მგზავრი გერმანიის ტერიტორიაზე არ შეუშვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გერმანიის ტერიტორიაზე, ქუთაისი-მენინგემის ავიარეისის რამდენიმე მგზავრი არ შეუშვეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, გერმანიაში შესვლაზე ბორტზე მყოფ 19 მგზავრს საბუთებში არსებული პრობლემების გამო უარი უთხრეს. მათგან 10 მგზავრი იმავე თვითმფრინავით უკან, საქართველოში გაამგზავრეს.

9 მგზავრი მიუნხენის აეროპორტში გადაიყვანეს და საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთები დაუჯავშნეს.

იტვირთბა....