aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის პარლამენტის წინ იპოთეკით დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ იპოთეკით დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს „ბოლო საცხოვრისის მიმართ იძულებითი აღსრულების შესახებ“. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„ჩვენ მოვუწოდებთ დეპუტატებს მხარი დაუჭირონ კანონპროექტს, რომელიც იპოთეკით დაზარალებულებისთვის გამოსახლების პროცესის სამი წლით გადავადებას ითვალისწინებს და ვიდრე კანონპროექტი დაიხვეწება და კანონის სახეს მიიღებს, გამოცხადდეს მორატორიუმი და შეწყდეს გამოსახლება”-განაცხადა პირველ არხთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დარეჯან სულაქველიძემ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „დაზარალებულთა ცენტრის“ ხელმძღვანელია.

აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

იტვირთბა....