aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქვეყნის არაფორმალური მმართველი ივანიშვილი, თავს კანონზე მაღლა აყენებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი და “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„მედია საშუალებებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 04 ოქტომბერს, გამოძახებული ვარ საგამოძიებო ორგანოში მოწმის სახით გამოსაკითხად.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საგამოძიებო ორგანოსა და ფართო საზოგადოებას მსურს, მივაწოდო შემდეგი ინფორმაცია: ვიმყოფები ლონდონში და ამჟამად, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ჩემი დაბრუნება, ვინაიდან საქართველოში დაცული არ არისჩემი პირადი უსაფრთხოება. ამავე დროს, არსებობს აშკარა საფრთხე იმისა, რომ ჩემისაქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში გამოძიება წარიმართება არაობიექტურად დამიკერძოებულად და მოკლებული ვიქნები შესაძლებლობას, სრულყოფილად დავიცვა ჩემიინტერესები.

აღნიშნული განცხადების საფუძველს მიქმნის ის გარემოება, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უშუალოდ იქცა „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ მიმართული რეკეტის ორგანიზატორად, სრულად აკონტროლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს როგორც ხელისუფლებაში ფორმალურად მყოფი, ისე არაფორმალური ძალაუფლების მქონე პირების მეშვეობით, რომლებიც საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებენ.

აღნიშნული გარემოების დასტურია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ თვალისდახუჭვა ყოფილი მთავარი პროკურორისფარცხალაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივქმედებებზე, რაც გამოიხატა არა მხოლოდ ,,ომეგა ჯგუფის“ მიმართ ჩადენილ დანაშაულში, არამედ მრავალ სხვა საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ ქმედება.

ზემოაღნიშნულ საფრთხეს ასევე რეალურს ხდის ხელისუფლების მოქმედი ფორმალურითანამდებობის მქონე პირების უშუალო შემხებლობა და დაინტერესება საქმით. როგორცვხედავ, პროკურატურა არ აპირებს არა თუ ბრალი წარუდგინოს ამ პირებს, არამედდღისწესრიგში მათი გამოკითხვის საკითხიც კი არ დგას.

ამდენად ის გარემოება, რომ ჩვენს მიმართ დანაშაულის ჩამდენი ზოგიერთი სხვა პირიკანონზე მაღლა დგას არის საფრთხის შემცველი ჩემი სიცოცხლისა დაჯანმრთელობისათვის.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უკანასკნელდღეებში გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც არა მხოლოდ უხეშად ლახავს ჩემიუდანაშაულობის პრეზუმფციას, არამედ წარმოადგენს პირდაპირ მითითებას ჩემსდასაპატიმრებლად. მიუხედავად ამისა, მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და დიდბრიტანეთში ან ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოში გამოვიკითხო ჩემი ადვოკატებისმონაწილეობით, რა დროსაც სრულად გავცემ პასუხს გამომძიებლის ან/და პროკურორისმიერ დასმულ ყველა შესაძლო შეკითხვას.

დარწმუნებული ვარ, რომ უკანონობა და უსამართლობა დიდხანს ვერ გაგრძელდება დამალე მომეცემა საქართველოში ჩამოსვლისა და ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილისშეტანის საშუალება.

პატივისცემით, ზაზა ოქუაშვილი 03.10. 2018“ – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....