aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება სამართალი

“ქვეყანაში ფინანსური პირამიდებისგან მოქალაქეები კვლავ დაუცველები არიან”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“, ქვეყნის საფინანსო სექტორში ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებით კვლევას აგრძელებს და მთავრობასა  და ეროვნულ ბანკს რეკომენდაციებით მიმართავს. როგორც „აფბას“ ვიცე – პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, დღეს ქვეყანაში ფინანსური პირამიდების მომრავლების, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, არსებული კანონის მოუქნელობა და კანონში დარჩენილი ხვრელებია, რომლითაც თაღლითური სქემით მომუშავე კომპანიები სარგებლობენ.

„მოქმედი კანონით, ფინანსურ კომპანიები, რომლებიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად(შპს) ფუნქციონირებენ და მოქალაქეებზე თამასუქებს გასცემენ, ეროვნული ბანკის რეგულირების მიღმა არიან დარჩენილები და ეროვნულ ბანკს მათი დოკუმენტაციის შემოწმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია თუ ორგანიზაციას სცნობს კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად. თავის მხრივ კი კომპანიას იმისთვის, რომ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის სტატუსი მიენიჭოს, ფინანსური სახსრები მოზიდული უნდა ჰქონდეს 4-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ან მოზიდული თანხების ოდენობა, უნდა აღემატებოდეს 5 მლნ ლარს.

დღეს აღსრულების მექანიზმები პრაქტიკულად ფორმალურ ხასიათს ატარებს, იმდენად რამდენადაც, თუ საქმე გვაქვს თაღლითური სქემით მომუშავე საფინანსო ინსტიტუტთან, ის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარების შემდეგაც არ წარადგენს თავის ფინანურ დოკუმენტაციას ეროვნულ ბანკში, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი ფინანსური მაქინაციების შესახებ ცნობილი გახდება. არსებული კანონით კი მსგავსი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სებ-ს ერთადერთი ბერკეტი გააჩნია და ეს არის 1 000 ლარიანი ჯარიმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან მსგავსი დაუმორჩილებლობის განმეორების შემთხვევაშიც ჯარიმის ოდენობა არ იზრდება, შესაბამისად ცხადია კომპანიას რომელიც პირამიდის სისტემით მოქმედებს ურჩევნია 1 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა,  ვიდრე იმ სქემის შესახებ მარეგულირებლისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომლითაც სოლიდურ მოგებას ღებულობს.

„აფბა“ მიიჩნევს, რომ გაურკვეველი წარმომავლობის საკრედიტო ინსტიტუტების მხრიდან მსგავსი დაუმორჩილებლობა საფუძვლიან ეჭვს აჩენს, ამ უკანასკნელის არაკეთილსინდისიერ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სხვა მოქალაქეების დაცვის მიზნით სახლემწიფომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები და მსგავსი კომპანიების წინააღმდეგ გადადგას ქმედითი ნაბიჯები“ – განაცხადა ბაირახტარმა.

ბაირახტარმა მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივაზეც ისაუბრა რომლის მიხედვითაც იგეგმება მიკროსაფინანსოებისთვის და სხვა ფინანსური კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მოზიდვაზე ლიმიტის დაწესება და აღნიშნა, რომ აღსრულების რეალური მექანიზმების გარაშე ამ ინიციატივასაც არ ექნება არსებითი მნიშვნელობა.

„ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარე ეტაპზე მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობა რომლის მიხედვითაც ის ფინანსური კომპანიები რომლებიც 20 – ზე მეტი ადამიანისგან 100 000 ლარზე მეტ ფინანსურ რესურსს იზიდავენ ვალდებულები იქნებიან სებ-ში წარადგინონ ანგარიში. ცვლილება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია მაგრამ ამ ცვლილების ეფექტიანობისთვის აუცილებელია იმ საკანონმდებლო ხვრელის ამოვსება რომელიც თაღლითურ ორგანიზაციას საშუალებას უტოვებს თავი აარიდოს მაკონტროლებელს“ – აღნიშნა ბაირახტარმა.

მისივე შეფასებით, რეალური არგუმენტების არსებობის შემთხვევაში, რომ კომპანია ფინანსური პირამიდის სქემით მოქმედებს აუცილებელია დაუყოვნებლივი და ხისტი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაკოტრებისთვის განწირული კომპანია კიდევ უფრო ბევრი ადამიანის ჩბმას ეცდება სქემაში, თავის გადასარჩნად.

„ფინანსური პირამიდის სქემის ნიშნების შემჩნევისას აუცილებელია დაუყოვნებლივი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ისეთების როგორიცაა, დაუყოვნებლივი დადგენა, თუ რა წყაროებიდან იზიდავს კომპანია ინვესტიციებს, საკმარისია თუ არა არსებული ვალდებულებების დასაფარად,  აღემატება თუ არა კომპანიის ვალდებულებები მფლობელობაში არსებულ აქტივებს, იფარება თუ არა კომპანიისა და ინვესტორების ვალდებულებები ახლად შემოსული ინვესტიციებით. აღნიშნულის დადგენა კი დღეს არსებული კნონით პრაქტიკულად შუძლებელია – აღნიშნა ბაირახტარმა.

იტვირთბა....