aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

ქეთი დოლიძე კულტურის მინისტრს სასამართლოში უჩივის

aviabiletebi
ავიაბილეთები

თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე აპირებს, რომ კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს სასამართლოში უჩივლოს. ამის შესახებ ცნობილი თოქ-შოუ ,,რეაქციაში” გახდა.  დოლიძის განცხადებით, თეატრის მსახიობები ხელფასების დაკლებას აპროტესტებენ და მთავარ პასუხისგებლობას კულტურის მინისტრს აკისრებენ.

,,ახლა მომწერა ქეთი დოლიძემ და მითხრა, რომ თქვენ სასამართლოში მოგიწევთ მისვლა იმიტომ რომ გიჩივლათ”, – ასე მიმართა ინტერვიუს დასასრულს ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს, რაზეც მინისტრამ უპასუხა:

,,ქეთი დოლიძის ტყუილ-მართალზე თუ გვინდა საუბარი ეგ ეთერი ამისთვის არ გვეყოფა სხვა დროს ვისაუბროთ”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ  გუშინ თოქ-შოუ “რეაქციაში” სტუმრად სხვადასხვა თეატრის მსახიობები იყვნენ, რომლებიც კულტურის მინისტრს და  სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ. თუმცა, აღნიშნული ბრალდებები მინისტრმა შოუში ჩართვისას უარყო.

იტვირთბა....