aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპული ბიურო დახურა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის მაუწყებლის ევროპული ბიური დახურა.   არხის ხელმძღვანელობას ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. განცხადება ამის შესახებ ბიუროს ხელმძღვანელმა ქეთევან ქარდავამ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გააკეთა.

“სიახლე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩემს ერთგულ მაყურებელს , ვისგანაც ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას შევატყობინო ეს ახალი ამბავი. არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 თებერვლიდან საზ. მაუწყებლის ევროპის ბიურო იხურება.

მიზეზად მენეჯმენტი ფინანსებს ასახელებს. არხის ხელძღვანელობა ფიქრობს, რომ თბილისიდან უფრო იაფია და ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული ევროპაში ნატოზე და ევროკავშირზე სიუჟეტების მომზადება, ვიზიტების გაშუქება, ვიდრე ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან ევროპის სხვა ქალაქებში გადასვლა”,-წერს ქარდავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

იტვირთბა....