aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

ქარტიამ ეკა კვესიტაძის გადაცემას ფაქტების განზრახ დამახინჯება დაუმტკიცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ შემოსულ განცხადებებთან დაკავშირებით. სადავო მასალა, „ელიტური კორუფცია“, რუსთავი 2-ის ეთერში 2016 წლის 8 მაისს გავიდა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.

ქარტიას განცხადებით მომართეს ააიპ „ასოციაცია ატუმ“, სს დაზღვევის კომპანია „ქართუმ“ და შპს „ჯი სი ეფ პარტნიორებმა“, რომლებიც სადავო მასალაში ფიგურირებდნენ. ისინი მიიჩნევდენ, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, განზრახ დაამახინჯა ფაქტები და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. შესაბამისად, დარღვეული იყო პირველი (სიზუსტე), მე-5(შესწორება) და მე-11 პრინციპი (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა, მოპასუხე ჟურნალისტს მონაწილეობა არ მიუღია და არც წერილობით დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია. განხილვის შემდეგ საბჭომ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მოსთხოვა განმცხადებლებს. დოკუმენტების შესწავლის შემდეგ კი სამივე განცხადებასთან დაკავშირებით მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

  1. ააიპ ასოციაცია ატუს ეპიზოდში არც ერთი სადავო პრინციპი არ დარღვეულა
  2. ჯი სი ეფ პარტნიორების ნაწილში დაირღვა მხოლოდ პირველი პრინციპი (სიზუსტე),
  3. სს დაზღვევის კომპანია „ქართუსთან“ დაკავშირებით დაირღვა პირველი, მე-5 (შესწორება) და მე-11 პრინციპი (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

იტვირთბა....