aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქარი, წვიმა: უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში 3 ნოემბრის ჩათვლით ცივი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20–25 მეტრი იქნება, ხვალ კი ქარის სიჩქარე შესუსტდება და 17–22 მეტრი წამში იქნება.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ წვიმაა მოსალოდნელი. მთაში კი მოთოვს.

2 ნოემბერს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა, ცივი ამინდი შენარჩუნდება და ღამით ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. კერძოდ, 3 ნოემბრის ღამეს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, შიდა ქართლში (გორსა და აგარაში) – 3 გრადუსი დაფიქსირდება.

31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს დაბლობსა და ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 9–14 გრადუსი იქნება.

საქართველოში ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი 3 ნოემბერსაც. დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი ჰაერის ტემპერატურა დღისით 19 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 10–14 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში დღეს 14 გრადუსი იქნება, 1–3 ნოემბერს კი, 13 გრადუსი. ყველაზე დაბალი ტემპერატურა თბილისში ღამით, 3 ნოემბერსაა მოსალოდნელი და 3 გრადუსი იქნება.

იტვირთბა....